„ჰამასმა“ მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა
23/11/2023
17:20
მსოფლიო
A-
+A
„ჰამასმა“ მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, რადგან „ჰამასმა“ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. თუმცა, ამ დრომდე არ ზუსტდება რას უკავშირდება „ჰამასის“ ახალი მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.
შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ხოლო ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, პარალელურად კი ღაზაში ოთხდღიანი პაუზა იმოქმედებს.
0
0
300
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%