01/12/2023
09:08
მსოფლიო
ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი არ უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
"[შეხვედრაზე] პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელი აპირებს განაახლოს სამხედრო ოპერაცია "ჰამასის" წინააღმდეგ, როდესაც "ჰამასი" შეწყვეტს მძევლების გათავისუფლებას. როგორც თავიდანვე ვთქვით: ისრაელს აქვს უფლება გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებული ხოცვა აღარასოდეს განმეორდეს", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სამხედრო შესაძლებლობები აქვს და მას შეუძლია გაანეიტრალოს "ჰამასის" მიერ წარმოქმნილი საფრთხე და მინიმუმამდე დაიყვანოს უდანაშაულო მამაკაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის მიყენებული ზიანი.
0
0