11/12/2023
08:36
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ბოლო დღეებში „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ჩაბარდა ისრაელის ძალებს, რაც მისი თქმით, „ჰამასის“ მარცხის დასაწყისია.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ჩაბარდა ჩვენს ძალებს. მათ იარაღი დაყარეს და ჩვენს მამაც მებრძოლებს გადასცეს. ომი კვლავ სრული ძალით მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისი. მე ვეუბნები „ჰამასის“ ტერორისტებს: დასრულდა, ჩაბარდი ახლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პალესტინის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ შტაიეს განცხადებით კი, არარეალურია ის, რომ ისრაელი შეძლებს „ჰამასის“ აღმოფხვრას.
მისი თქმით, დღეს, პალესტინელების მთავარი საზრუნავი არის ის, რომ სურთ შეწყდეს სისასტიკე და გენოციდი.
ისრაელის საპასუხო სამხედრო ქმედებების შედეგად ღაზის სექტორში დაახლოებით 18,000 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია სულ მცირე 49,500 ადამიანი, - ასეთია პალესტინური მხარის ინფორმაცია. გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპულების შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს მონაცემები სანდოა.
0
0