29/11/2023
12:43
მსოფლიო
პალესტინის რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ მზად არის, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ღაზას სექტორში კიდევ ოთხი დღით გაახანგრძლივოს. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.
„ჰამასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ ჯგუფი მზად არის გაახანგრძლივოს ზავი კიდევ ოთხი დღით“ - წერს ფრანგული სააგენტო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების, ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მუშაობდნენ ღაზაში ზავის გახანგრძლივებაზე. პაუზა, სავარაუდოდ, ერთი დღით მაინც გახანგრძლივდება, თუ ჰამასი 10 მძევლს მაინც გაათავისუფლებს.
22 ნოემბერს ისრაელმა დაამტკიცა შეთანხმება ჰამასთან ღაზას სექტორში მძევლების გათავისუფლების შესახებ. გამოცხადდა ოთხდღიანი ზავი, რომლის დროსაც ჰამასი 50 ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებდა. როგორც გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა განაცხადა, პაუზის დასრულების შემდეგ ისრაელი გააგრძელებს პალესტინის ანკლავის პრობლემების მოგვარებას. მხარეთა ზავი 24 ნოემბერს დაიწყო.
27 ნოემბრიდან მძევლების გათავისუფლების პირობების უზრუნველსაყოფად პაუზა კიდევ ორი დღით გაგრძელდა. აღნიშნულია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ გათავისუფლების პირთა წინა სიას 50 პალესტინელი პატიმარი ქალის სახელი დაუმატა.
0
0