14/12/2022
13:11
პოლიტიკა
„გვარამია უნდა გათავისუფლდეს, სააკაშვილმა უნდა გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანიმ განაცხადა.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიკური წნეხისთვის იყენებენ.
„უნდა ვაღიაროთ, რომ იყო პროგრესი ზოგიერთ რეფორმაში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელყოთ დემოკრატიული პროცესისა და კანონის უზენაესობის საერთო მდგომარეობა. პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია კვლავ უგულებელყოფს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას.
ერთი ოლიგარქი კვლავ ფლობს ჭარბ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე, ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე. სასამართლოს არასწორად იყენებენ პოლიტიკური წნეხისთვის და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესები კვლავ უარესდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური სასჯელი უნდა მოიხსნას და ის უნდა გათავისუფლდეს.
ასევე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად“, - აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
0
0