„გლოკის“ გამომგონებელი გასტონ გლოკი გარდაიცვალა
28/12/2023
10:52
მსოფლიო
A-
+A
ავსტრიელი ინჟინერი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტის „გლოკის“ გამომგონებელი გასტონ გლოკი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 94 წლის იყო. გლოკი 1929 წელს, ვენაში დაიბადა, საკუთარი კომპანია კი 1963 წელს გახსნა. მისი გამოგონების პოპულარობის მიუხედავად, გასტონს ყურადღება არ უყვარდა და დროის უდიდეს ნაწილს ავსტრიაში, თავის მამულში ატარებდა.
ბოლოს ის მედიის ყურადღების ცენტრში 2011 წელს მოექცა, როდესაც ბიზნეს-პარტნიორმა მისი მკვლელობა შეუკვეთა. მან პროფესიონალი რესლერი დაიქირავა, რომელიც გლოკს თავს დაესხა, მაგრამ 70 წლის გასტონმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლო.
2021 წელს Forbes-მა გლოკის პირადი ქონება $1.1 მილიარდად შეაფასა.
0
0
177
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%