24/01/2022
13:26
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანის თქმით, ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს.
ჩარკვიანი აცხადებს, რომ „საქართველოში ყველაფერი უკუღმაა“.
„ჩვენთან პარტია „გირჩი“ (ორივე გირჩს ვგულისხმობ - ყველას, ძველსაც და ახალსაც ) 40000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს (ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში) საკუთარი - შინაური „დედაოს და მამაოს“ კურთხევით და უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს!
ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენთან უკუღმაა ყველაფერი. სამაგიეროდ ჩვენთან (ეს უკვე გირჩს არ ეხება) პოლიციით ზურგგამაგრებული „მამიკოს ბიჭუნები“ გიენებივით-ტურებივით ჯგუფურად თავს ესხმიან ერთ ადამიანს და უსწორდებიან.
ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ერთი სახელი აქვთ ამ ტიპის „ზურგგამაგრებულებს“ ისინი სამშობლოს ნაღდად არ და ვერ დაიცავენ, აი მათ კი ამ „მამიკოს ბიჭუნებს“ „იცავს“ პოლიცია და რუსეთზე მომუშავე სუსი“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
0
0