08/12/2022
08:33
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეს სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ის ეთანხმება ზურა ჯაფარიძის პოზიციას, რომ „ერთმანეთთან საუბარია დასაწყები“ და მაგალითის ჩვენებისკენ მოუწოდებს:
„გეთანხმები, გადასაბიჯებელიც არაფერია, დავიწყოთ და მაგალითი ვაჩვენოთ. როდის, სად და რა ფორმით ვქნათ, შევთანხმდეთ და ეგაა!“ წერს ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც აქვეყნებს საკუთარ ფოტოს ზურა ჯაფარიძის ციტატით - „გადასაბიჯებელია ყველაფერზე და ერთმანეთთან საუბარია დასაწყები“.
როგორც ცნობილია, 2020 წლის დეკემბერში, პარტია „გირჩი“ ორ ნაწილად გაიყო. მას შემდეგ, უკვე რამდეენიმე თვეა საპარლამენტო ოპოზიციის „გირჩის“ წარმომადგენლები, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დიალოგის ან დებატების ფორმატში იწვევენ. როგორც ირკვევა, ზურაბ ჯაფარიძე თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024