
გელათის ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს სხეულზე დამწვრობა მიიღო, სამედიცინო დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს.
„განსაცდელი დამთავრდება და სამადლობელი მოგვეცემა“, - ამბობს სასულიერო პირი.
ამასთან, თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სასულიერო პირს 50%-იანი დამწვრობა აქვს და ამასთან, დამწვარი აქვს ორივე ქვედა კიდური.
გელათის მონასტრის წინამძღვარი, იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს, სხეულზე დამწვრობა მიიღო, ქუთაისის კლინიკიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მას კლინიკაში მიყვანისას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
„პაციენტი შემოვიდა 50% დამწვრობით, ორივე ქვემო კიდური აქვს დამწვარი. გადმოყვანილია ქუთაისიდან კატასტროფის ბრიგადით. ძირითადად, დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცლისა და წელის მიდამო. 50%-დან დაახლოებით, 30% არის მესამე ხარისხის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გელათის მონასტრის კელიაში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად კელიის ნაწილი დაიწვა.
0
0