21/03/2023
21:20
პოლიტიკა
„ახალი განათლების მინისტრი ის კაცია, თავად რაღაც სტიპენდია მოუპოვებია და ცოტა ხანი გერმანიაში ყოფილა და ამ დროს ლამობდა, რომ თუ ვინმე რამე ევროპულ სტიპენდიას მოიპოვებდა მისთვის „აგენტი“ დაეძახა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე განათლების ახალ მინისტრზე, გიორგი ამილახვარზე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამილახვარი არა განათლების, არამედ „დაბნელების“ მინისტრია.
„ჯერ ხომ სულ კაპიკებია სტიპენდიები და გრანტები საქართველოში, ერთი ორი სამეცნიერო გრანტია სულ, და ამ პირობებში ვინმე თუ რამეს დაწერდა და სწავლას მოინდომებდა ბოლონიაში და ლუნდში, აგენტები უნდოდა რომ მათთვის ეწოდებინა. „განათლების“ კი არა, „დაბნელების“ მინისტრია ეს“, - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.
0
0