14/06/2023
14:23
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში, სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით - „არა რუსულ კანონს“. პერფორმანსის მონაწილეებმა სხდომათა დარბაზში რუსული რუბლები გადაყარეს.
„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მითითების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების გამოყენება. პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა „ნაცმოძრაობა“, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. რაც შეეხება კოორდინაციას, იგივე კუპიურები იყო გადმოყრილი, რაც მანამდე, რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ იყო ხუთიათას რუბლიანი კუპიურები. ისიც სიმბოლურია, რომ ხოშტარიას მანამდე ჩაერიცხა ხუთი მილიონი რუბლი, საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს “, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პროვოკაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ მასთან აფილირებული „გირჩელების“ დახმარებით მოაწყო.
„იქ [პარლამენტის სხდომათა დარბაზში] იყო სამი-ოთხი „გირჩელი“ მოსული „ფორმულასთან“ ერთად. ანუ „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისათვის მიიყვანა მასთან აფილირებული „გირჩელები“. მათი სახე ნახეთ. დღევანდელი პროვოკაციის მომწყობების ვინაობაც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი კოორდინირებული ქმედებები, რაც არის აკერმანის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება გვაქვს ის, რომ ისინი არიან აქტივისტები“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024