22/06/2022
17:40
საზოგადოება
„ნამდვილად ვიცი, რა მქონდა მაცივარში და გამოძიება ყველაფერს იტყვის. ყველაფერი, რასაც აცხადებენ, ცილისწამებაა. როცა გამოძიება დამთავრდება, ყველაფერს პასუხს გავცემ“, - ამის შესახებ მედიკოსმა, რომლის ბინიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გახრწნილი ხორცი და სხვადასხვა მასები ამოიღო, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურად განაცხადა.
ქალი, რომელიც ექიმ-თერაპევტია, ამტკიცებს, რომ ხორცი 10 კილოს არ აღემატებოდა და გახრწნის მიზეზი, გაფუჭებული მაცივარი იყო.
„ნამდვილად ვიცი, რა მქონდა მაცივარში და გამოძიება ყველაფერს იტყვის. ყველაფერი, რასაც აცხადებენ, ცილისწამებაა. როცა გამოძიება დამთავრდება, ყველაფერს პასუხს გავცემ. ალბათ, ადვოკატის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებ. ბინაში არ ვიმყოფებოდი. საუბარია ნარჩენების ამოღებაზე, [ხორცი] გაფუჭდა და, უბრალოდ, მისი გადაყრა ვერ მოვასწარი და მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი. რომ ამბობენ, დიდი რაოდენობაო, არ ვიცი, დიდ რაოდენობაში რა იგულისხმება. მაქსიმუმ, 5-დან 7 კილომდე იქნებოდა. ეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს“, - ამბობს ქალი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია და ხორცი პირუტყვისაა.
0
0