14/12/2021
21:52
პოლიტიკა
„როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ უკვე, ორგანიზაცია „ემპათიის“ მხრიდან მიმდინარეობდა მიზანმიმართული ცილისწამება, მიმართული მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საერთაშორისო დონეზე მისი იმიჯის განზრახ შელახვისაკენ. ორგანიზაცია „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის მიერ შემოგდებული იყო ცრუ ბრალდება მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ფარმოკოლოგიური წამების“ გამოყენების თაობაზე. ომბუდსმენის კონსილიუმის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, „ფარმაკოლოგიური წამების“ ნიშნებს ვერ ხედავს. „ნაცების“ მორიგ ფეიკ/ნარატივს შეიძლება წერტილი დავუსვათ. განსხვავებით მარიამ ჯიშკარიანის საკითხისაგან - გასარკვევი რჩება, რა სახის მოტივაცია, პირადი ინტერესი ამოძრავებდა მას სახელმწიფოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ალტრუისტული, უანგარო ინტერესი, დიდი ალბათობით შეიძლება გამოვრიცხოთ“, - წერს ქართველიშვილი.
0
0