17/12/2021
15:02
პოლიტიკა
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე ბევრ ადამიანს ელოდება.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. სამწუხაროდ, არ იცვლება სისუსტე. ექიმებმა მას რამდენიმე დავალების შესრულება სთხოვეს და ვნახე, რამდენად გაუჭირდა გადაადგილებაც კი.
ძალიან ელოდება 21 რიცხვს, რომ ბევრი ხალხი იქნება აქციაზე. ყველას მიმართავს, რომ ახლა ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. გუშინ გამოაქვეყნა თავისი პოზიცია, რომ ძალიან აფასებს პრეზიდენტის მიერ მოვლენებს სახელი დაერქვა და ითქვა, რომ ქვეყანაში კრიზისია, სოციალური და პოლიტიკური და რომ მასზეცაა ამ პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, რადგან ცვლილებები აუცილებელია ქართული საზოგადოების განვითარებისთვის“,- აღნიშნა ლიზა იასკომ.
0
0