„დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა“ - მიხეილ სააკაშვილი
22/12/2021
13:24
პოლიტიკა
A-
+A
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე მისი მორიგი განცხადება ვრცელდება.
ექსპრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიმართავს.
„გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.
პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.
ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატოში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.
ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0
380
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%