
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს უერთდება.
"ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მე არ ვიცი ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
რა თქმა უნდა, ეს საკითხი სცდება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს. მე, პირველ რიგში, მინდა, ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ასეთ მოქცევას და მან მინდა მიიღოს ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვთქვი, ეს სცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარჩოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი.
მე ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით. ეს არის პროტესტი, ეს არის აქციები იმისთვის, რათა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026