12/05/2023
16:20
სამართალი
გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა.
ადგილობრივების თქმით,, მკვლელი 21 წლის ბიჭია. მათივე თქმით, შემთხვევის დროს მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
მეზობლების ცნობით,, კაცი ხშირად სვამდა და მუდმივად იყო კონფლიქტი. გარდაცვლილის მეუღლე ხშირად მეზობლებს აფარებდა თავს.
„ცოლს ემუქრებოდა პოლიციაში რომ წახვიდე და მიჩივლო, თუ დამიჭერენ, იცოდე გამოვალ და მერე მოგკლავო“.
„სიფხიზლეში კარგი კაცი იყო, მაგრამ რომ დალევდა. მერე ძალიან აგრესიული ხდებოდა. ეუბნებოდნენ არ დაელია, მაგრამ მაინც სვამდა. წუხელ დედას იცავდა ბიჭი. მამამ თვითონ გამოიწვია თურმე, აბა თუ მაგარი ხარ, რას მიზამო. ქალაჩუნას ეძახდა“,- ამბობს მეზობელი.
0
0