28/11/2021
15:37
პოლიტიკა
„გრძელდება ფსიქონევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას“, - აცხადებს ექიმი.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სააკაშვილმა უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მას ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც, ასევე, იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
0
0