11/05/2023
15:22
სამართალი
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურული იყო.
სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს.
დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
ბრალს არც მოზარდის მეზობელი აღიარებს. მისი ადვოკატი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამა სამართალდამცველებმა ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს.
პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა სოფლის რწმუნებულიც, რომელმაც ოჯახში სამართალდამცველები პირადად გამოიძახა. მოწმე ამბობს, რომ მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად ბოლოს ავტომობილში ნახეს.
გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გოგონასთან იძულებით სქესობრივ კავშირს მეზობელი მამაკაციც ამყარებდა. მოზარდი ამ ეპიზოდს არ ადასტურებს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებულმა თანასოფლელმა დანაშაული თავად აღიარა. ფაქტს ადასტურებს გამოძიების მიერ ამოღებული სხვა მტკიცებულებებიც, თუმცა 28 წლის მამაკაცის ოჯახში მის მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურებას გამორიცხავენ.
0
0