30/04/2023
20:58
პოლიტიკა
მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხელისუფლების მისამართით, რამდენიმე პუნქტიანი მოთოვნა გააჟღერა.
აი, ახლა კი ჩვენი მოთხოვნები!1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.
3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მისცეს და შესაბამისი სამართლებლივი მექნიზმებით აღასრულოს.
4. ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის და ქვეყნიდან ხალხის გადინებას, საქართველოს დემოგრაფიულ დაცლას გააჩერებს.
5. ევროკავშირისგან და ყველა ქვეყნისგან მოველით საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. აუცილებელია საქართველოს მიმართ ურთიერთობების ურთიერთპატივისცემის და პარტნიორობის რეჟიმში გადაყვანა.
6. შემოვიღოთ სკოლებში კლასიკური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება უმაღლეს სასწავლებლებსა თუ სკოლებში.
7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა დაიწყოს.
8. აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა.
0
0