08/11/2022
23:01
პოლიტიკა
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის „წისქვილზე ასხამს წყალს“, მათ შორის სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც პრაიმერისს აცხადებს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, სამი პარტიის გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ უნდა ერთმანეთთან საუბრობდნენ და შემდეგ გამოდიოდნენ ტელევიზიებით.
„სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, მოდი ვთქვათ, რომ უნებლიედ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, მათ შორის იმ სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც პრაიმერისს აცხადებს და მასხრად აგვიგდო ხელისუფლებამ იმიტომ, რომ რა პაიმერისს აცხადებ, როდესაც ვისთანაც ლაპარაკობ, აღმოჩნდა, რომ თურმე იმასთანაც არ ლაპარაკობ? არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც „ლელოსთან“, არც პეტრესთან, არც პავლესთან. ჯერ დაელაპარაკე და მერე გამოაცხადე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ გაერთიანების მიზანი ბარიერის გადალახვა და დაფინანსების მოპოვებაა.
„სად არის მაგათი მხრიდან საერთო ერთობის სურვილი? შენ როცა ერთიანდები და მერე დანარჩენებს ეუბნები: „ჩვენ გავერთიანდით და მოდი ახლა აქ“, საბავშვო ბაღია? ეს არ არის ერთობის სურვილი, ეს არის იმის სურვილი, რომ ვიღაცას გადაასწრო დაფინანსება მოიპოვო, ბარიერი გადალახო. დათვალეს უცებ, რომ ბარიერს გადალახავენ და ეგაა მთავარი? რა გიხარიათ დალოცვილებო, არც ფულის დახარჯვა დაგიკლიათ და 12%-ს ავიღებთო იძახდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ახლა 2% უხარია? პრემიერ-მინისტრს ნიშნავდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დღეს 2%-ით არიან ბედნიერები? ", აღნიშნა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა.
0
0