02/10/2021
17:45
პოლიტიკა
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, სააკაშვილს შეგნებულად ჰქონდა გააზრებული, რომ დააპატიმრებდნენ, თუმცა, მას ქვეყნის დახმარების სურვილი ამოძრავებდა.
„დღეს ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე რომელიც გვაქვს.
ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი. ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის თემაზეც უკრაინაში.
„ეს არის უკრაინის გადაწყვეტილება, ახლა არის უკრაინის მოქალაქე, თუმცაღა სააკაშვილი ამასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს. ის გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი ქვეყნის დახმარება იყო.
სააკაშვილის მოლოდინი იყო, რომ, რა თქმა უნდა, მოხდებოდა მისი დაკავება, სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საფრთხე, ჩათვალა, რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0