28/04/2023
12:54
საზოგადოება
ცნობილი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. გუშინ, 43 წლის სპორტსმენმა „ლაივში“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ არის.
„საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს”, - ამბობს ის.
ცნობისთვის, 2017 წლის ზაფხულში აშშ-ში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 33 პირი დააკავეს. მათ შორის იყო კრივში მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე. დაკავებულებს გამოძიებამ არაერთი ბრალდება წაუყენა, მათ შორის: ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები და კონტრაბანდა. ნიუ იორკში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს, რომელიც მაშინ 37 წლის იყო, ბრალად დასდეს, რომ ის მაფიის ბოსს რაჟდენ შულაიას ბრუკლინში დახმარებას უწევდა.
ამერიკულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზეც უარი უთხრა და პატიმრობა მიუსაჯა.
0
0