23/03/2023
18:02
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს.
„მივესალმები ანალენა ბერბოკის დროულ ვიზიტს. საქართველოს მთავრობა იმის ნაცვლად, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმართ და გამოავლინოს თავისი ლოიალობა საქართველო-ევროკავშირის მომავლის მიმართ, აგრძელებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება რუსეთთან პირდაპირ ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ივანიშვილის დღევანდელი პასუხი მისი მარიონეტების მეშვეობით, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ უხვევს პროევროპული გზიდან, ეს არის ხელისუფლება! ჩვენ გერმანიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, - წერს გახარია „ტვიტერზე“.
0
0