19/07/2023
13:16
საზოგადოება
მომღერალი მარიკო ებრალიძე ჟურნალ „სარკეს“ მძიმე პერიოდზე და შვილის ავადმყოფობის შესახებ უყვება. მისი თქმით, 22 დღე რეანიმაციაში გაატარეს:
„უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ. საბედნიეროდ, თვე-ნახევარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაიწყო მარტივი გაციებით, ვუმკურნალე დადგენილი წესით. დაახლოებით, ათი დღის შემდეგ მოუბრძანდა ბატონები, ჩუტყვავილა. იმუნიტეტდაკარგულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ბავშვი შოკურ მდგომარეობაში მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ პლევრაში სითხე იყო ჩამდგარი, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ფილტვის დაზიანება. გაუკეთდა ერთი ოპერაცია, ამოუღეს სითხე, ერთი კვირის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ოპერაცია. 22 დღე გავატარეთ რეანიმაციაში. იაშვილის კლინიკის ექიმებმა გადამირჩინეს შვილი. არც სიტყვები მეყოფა და რაც მთელი სიცოცხლე იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც მათ მიმართ განვიცდი. რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ, რა რთული იყო ბავშვის მდგომარეობა…“- იხსენებს მომღერალი.
0
0