
„პირველი ტყუილი, რომელიც დღეს თქვენ თქვით, ეხება მოლდოვას. როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე, მაია სანდუ ამბობს შემდეგს: მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი ომის საფრთხე არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და სანამ უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე. ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და მეთაური, თქვენ არ ხართ ნამდვილი პრემიერ-მინისტრი, ძალიან შორს ხართ ეროვნული ინტერესებისგან“, - ასე მიმართა უფრაქციო დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას განაჩენს ის მოზარდები გამოუტანენ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა სატანისტები და ანარქისტები უწოდა.
„იცით რას შეგადარეს თქვენ? როცა უმრავლესობა პარლამენტიდან გაიპარა, აი, რუსული კანონი რომ მიიღეს, მაშინ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი თუ გახსოვთ, რას სკანდირებდა და რას გადარებდა?! მაია სანდუს კი არ გადარებდა, სკანდირებდა რუსები. აი, ამას გადარებდა საქართველოს მოქალაქეები.
როდესაც თქვენ ანარქისტებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, აი, ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტი... ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, 15 წლის გოგო. თქვენ ამ ბავშვებს, ვისაც უნდა განათლება, აი, ამ ბავშვებზე ამბობთ, რომ არიან სატანისტები და ანარქისტები. აი, ეს ბავშვები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე“, - განაცხადა დეკანოიძემ.
0
0