29/08/2023
11:32
მსოფლიო
აშშ-ის ოფიციალური პირების ახალი შეფასებით, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის ჟურნალისტი კვენტინ სომერვილი უკრაინაში აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, სადაც მისივე განმარტებით, დაღუპულთა დათვლის მძიმე ამოცანა ყოველდღიურ რეალობად იქცა.
„უკრაინა არ ასახელებს ომში დაღუპულთა ოფიციალურ მონაცემებს - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაიმეორეს, რომ ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სახელმწიფო საიდუმლოებაა“, - წერია სტატიაში.
აშშ-ს ოფიციალური პირები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 70 000 დაღუპულის და 120 000 დაშავებულის შესახებ იუწყებიან. გამოცემა აღნიშნავს, რომ აპრილში, პენტაგონის მიერ გაჟღენთილი შეფასებით, უკრაინის დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დაბალი იყო - 17,500. სავარაუდო ნახტომი 70000-მდე კი მათი განმარტებით, ნაწილობრივ შეიძლება სამხრეთის კონტრშეტევით აიხსნას, რადგან პირველ ხანებში უკრაინულ ქვეითებს განსაკუთრებით უჭირდათ.
„უკრაინამ ახლა შეცვალა ტაქტიკა იქ, მაგრამ ივნისში რუსეთის საოკუპაციო თავდაცვის დარღვევისკენ სწრაფვის დაწყება ძვირი დაუჯდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ჯარისკაცებს. ისინი ყოველდღე ათეულობით კვდებოდნენ“, - განაცხადა დონეცკის სოფელ „ველიკა ნოვოსილკას“ გარშემო მებრძოლმა უფროსმა სერჟანტმა.
სტატიაში ასევე წერენ, რომ საერთო ჯამში, რუსეთის მსხვერპლი გაცილებით მეტია. აშშ-ს ბოლო შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 120 000 რუსი სამხედრო დაიღუპა, მაგრამ ამასთან აღნიშნავენ, რომ მისი ჯარი და მოსახლეობა გაცილებით დიდია.
„უკრაინის ყვითელ და ლურჯ დროშებს ნაზი ნიავი ყოველი საფლავის ზემოთ არხევს - ასობით მათგანია. თითოეული მათგანი წარმოადგენს დანაკარგების დიდი ტალღის ნაწილს, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება აღმოსავლეთ და სამხრეთ ბრძოლის ველებზე, ავსებს სასაფლაოებს ქალაქებსა და სოფლებში უკრაინის სიგრძესა და სიგანეში“, - წერს BBC-ის ჟურნალისტი უკრაინიდან.
0
0