22/07/2023
11:02
საზოგადოება
ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დედაქალაქი ასეთი გამწვანებული, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში კახა კალაძესთან მეგობრობასა და პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კახა კალაძე მისი მეგობარია და როგორც თბილისის მერი ძალიან მოსწონს.
„დავანებოთ პოლიტიკურ თემებს თავი, რაშიც ხშირ შემთხვევაში კახა კალაძეს არ ვეთანხმები, მაგრამ ასეთი გამწვანებული თბილისი არასდროს ყოფილა. უამრავ ქალაქში ვარ ნამყოფი და გამწვანებული ქალაქი მომწონს.
ის, რომ ადამიანი იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის - ნორმალურია და მესმის. თქვენ [მიმართავს გიორგი ისაკაძეს] იბრძვით რეიტინგისთვის, მე ვიბრძვი ბაზრის დასაპყრობად, ყველა რაღაცისთვის იბრძვის... ისიც იბრძვის, რომ მუდმივად იყოს, ეს მე და შენ არ მოგვწონს - ჩვენ კოალიციური მთავრობა მოგვწონს, იმას - ერთპარტიული, იმას თავის ხერხები აქვს... კარგი ხერხი უნდა ჰქონდეს და არა ვიღაცის დამამცირებელი“, - ამბობს ჭყონია.
0
0