28/08/2023
16:42
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კრემლის ლიდერმა სამძიმარი გამოუცხადა პრიგოჟინის ოჯახს, რადგან „აშკარა მინიშნებები“ იყო მის გარდაცვალებაზე.
„დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა, როგორც კი გადაწყვეტილება იქნება, ის გახდება საჯარო. ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის ნათესავებთან ერთად მიიღება“, - აღნიშნა პესკოვმა.
კითხვაზე დაესწრება თუ არა ვლადიმერ პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას, პესკოვმა თქვა, რომ ჯერ არ იცის, რადგან უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, როდის გაიმართება პრიგოჟინის დაკრძალვა.
ინფორმაციისთვის, პუტინმა პრიგოჟინის ოჯახს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „მეთაურ“ დენის პუშილინთან შეხვედრაზე მიუსამძიმრა.
0
0