14/12/2021
13:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმე მოახერხებს იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ რიტორიკა შეცვალოს და წავიდეს პოლიტიკიდან, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა შერიგებაზე საუბარი.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დამნაშავე რევოლუციით იმუქრება“.
„დამნაშავე რევოლუციით იმუქრება, დამნაშავე ციხეში იჯდება და მოუწევს მას თავისი სასჯელის მოხდა, ეს არის და ეს. „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციის, არჩევნების მოგების არ აქვს ამ ქვეყანაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, მის უკან ხალხი არ დგას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას შერიგებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ უმძიმესი დანაშაულები, რაც ჩადენილი აქვთ და ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს.
ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ ,რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე მოახერხებს იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ რიტორიკა შეცვალოს, დანაშაული აღიაროს და პოლიტიკიდან გავიდეს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცდელობა შერიგებასთან დაკავშირებით წარმატებულია. არ მგონია ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუჭირდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
0
0