08/12/2022
08:40
პოლიტიკა
„ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ, არ გამოუშვებენ, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ და არც არსად,“ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„მმართველი პარტია სააკაშვილს არ გამოუშვებს და ამიტომ არ მჯერა, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? რეალურად და ობიექტურად თუ გვინდა შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ და არც არსად. ასევე, მოდით, მეორე მხრიდანაც ვთქვათ. ახლა, სინამდვილეში, პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება. ის კლინიკაში იმყოფება და რამდენი პატიმარი სარგებლობს ასეთი პრივილეგიით, ხომ?“ - აცხადებს ელისაშვილი.
„მოქალაქეების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, რადგან აცხადებს, რომ „სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი“.
„არ მიმაჩნია, რომ ის არის პუტინის პატიმარი და რაღაც იმის პატიმარი. მან დააშავა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომა იყო.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ არსებულ ინფორმაციას და „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, ელისაშვილი ამბობს, რომ „მოწამვლას გამორიცხავს“.
„მაგის არ მჯერა. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ახლა, რა მოწამვლის კვალი? მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ“, – თქვა მან.
კითხვაზე - იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გარშემო არსებული მდგომარეობა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი კანდიდატის სტატუსზე არანაირად არ აისახება.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024