30/11/2022
14:53
პოლიტიკა
„ალუდა ღუდუშაური ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა და დავგუგლე“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველდღიურად ამხელს „ოცნებას“.
„ქოცური პატრიოტიზმი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა. ალუდა ღუდუშაური საერთოდ, ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა რომ გავიგე თავიდან და დავგუგლე და საერთოდ ვერ გავიგე ვინ იყო მანამდე, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა.
ალუდა ღუდუშაური როცა აკრიტიკებს ვაშაძეს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია. ხალხო, ეს არ არის იმის გამო, რომ ომბუდსმენის პროცესში არ მონაწილეობს „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ხდება იმის გამო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველდღიურად ამხელს იმ შეთქმულებას, რაშიც რუსეთთან ერთად მონაწილეობს „ქართული ოცნება“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
შეგახსენებთ, ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის გამო „ოცნება“ „სტრატეგია აღმაშენებელს“ უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებს.
0
0