
ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს, რომლის თანახმად პარლამენტის სხდომათა დარბაზში სანიკიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ხოლო სანიკიძის მიერ დარბაზის დატოვებას „ქართული ოცნების“ წევრებთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა განსაკუთრებით მოხვდა გულზე პრემიერ-მინისტრს.
„კარგად ვარ, არამიშავს, ვირთხებისა და გიენების ხელში როგორ ვიქნები? როგორც აფთრები ისე წამომესივნენ, მეტი არაფერი არ შეუძლიათ, ჯერ ერთი, რის კაცები არიან, „ქალაჩუნები“ არიან ჩვეულებრივი. პარლამენტის მანდატურებს სირცხვილი და თავის მოჭრა. ეგენიც იქ არიან, ბიძინას ნავში სხედან, ხელი არ გაუნძრევიათ, ლევან ბეჟაშვილი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რით დამთავრდებოდა. ერთი 20 კაცი წამომესია. ვინც „შეიწერა“ დედის გინება, ჩანს მათ რეაქციაზე. არაუშავს, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
“, - განაცხადა სანიკიძემ TV პირველის ეთერში.
გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ღარიბაშვილი ყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, როცა მან ტრიბუნიდან უთხრა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია.
„ჩემი გამოსვლები გულზე ხვდებათ ხოლმე, თუ რატომ, ეგ უნდა ჰკითხოთ ირაკლი ღარიბაშვილს, ხისთავიანს. როცა სიმართლეს ეუბნები, თან მტყუანს, ის ყოველთვის წყობიდან გამოდის. წყობიდან გამოვიდნენ, როცა ვუთხარი, რომ ყველანაირი სააკაშვილის ეშინიათ და სააკაშვილის შიში გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას. თავის დროზე ვთქვი მე, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოიყვანს ციხიდან“, - ამბობს სანიკიძე.
0
0