23/03/2023
16:27
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ ხალხის ხელშია და ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უნდა შეიკრიბონ.
„არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0