
„1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული თარიღია. ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს საქართველოში მშვიდობიანი გზით ანტისახელმწიფოებრივი მმართველობა დემოკრატიულმა მთავრობამ ჩაანაცვლა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული თარიღია. ზუსტად 10 წლის წინ ამ დღეს საქართველოში მშვიდობიანი გზით ანტისახელმწიფოებრივი მმართველობა დემოკრატიულმა მთავრობამ ჩაანაცვლა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა „ქართული ოცნება“.
2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულმა ღირსეულმა ნაბიჯმა გააერთიანა საქართველო და სრულიად შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება.
თვალსაჩინოა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მასშტაბური პროექტები, მიღწეული პროგრესი, და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – თავისუფლება და მშვიდობა“, - წერს აბაშიძე.
0
0