19/07/2023
14:58
მსოფლიო
“ვაგნერის” ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ კითხვები კვლავ აქტუალურია.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში, კერძო სამხედრო ჯგუფის დამფუძნებელი ხანმოკლე აჯანყებას ხელმძღვანელობდა - პრიგოჟინმა თავისი ჯარები მოსკოვისკენ გაგზავნა და, მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსში გადაასახლეს.
კითხვაზე, ცოცხალია თუ არა პრიგოჟინი, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის [MI6] უფროსმა რიჩარდ მურმა უპასუხა: „პრიგოჟინი არ გამქრალა, ის სადღაც აქვე უნდა ტრიალებდეს”.
მან დასძინა, რომ „ვაგნერის“ მეთაურმა მცირე ხნის წინ ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩაი მიირთვა - ეს საინტერესო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე პრიგოჟინს "მოღალატე" უწოდა.
„ეს ყველაფერი ჩემთვისაც კი იდუმალია. „ვაგნერის“ მეთაური საუზმეზე მოღალატე იყო, ვახშამზე შეიწყალეს და რამდენიმე დღის შემდეგ ჩაიზეც დაპატიჟეს", - თქვა მურმა.
რიჩარდ მურმა გასულ თვეში მოწყობილ ამბოხს "უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინის საქციელის განმარტება მისთვისაც რთულია.
0
0