26/07/2023
14:58
საზოგადოება
“საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს! ქართლის ცენტრში, კასპის რაიონში სულ ახლახან 11 ჰექტარი მიწა გასხვისდა არაბებზე, იქ არაბული სოფლის მოსაწყობად ფიქტიურად უყიდია ეს მიწები ვიღაც კურტანიძეს ჩალის ფასად და მერე არაბებისთვის მიუყიდია... ასე ხდება სხვაგანაც... ეს ვიღაც ვაიქართველი ყიდულობს და ყიდის...” - ამის შესახებ დეკანოზი დავით რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.
მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ეს ის მომენტია, როცა დუმილი და წაყრუება სირცხვილი და დანაშაულია! საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ნამდვილად. ქართლის ცენტრში, კასპის რაიონში სულ ახლახან 11 ჰექტარი მიწა გასხვისდა არაბებზე, იქ არაბული სოფლის მოსაწყობად ფიქტიურად უყიდია ეს მიწები ვიღაც კურტანიძეს ჩალის ფასად და მერე არაბებისთვის მიუყიდია... ასე ხდება სხვაგანაც... ეს ვიღაც ვაიქართველი ყიდულობს და ყიდის... თუმცა აქ მის უკან გაცილებით დიდი მაფიაა!.. გზაც გაუყვანეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით... მაშინ როცა რაიონებში ამდენი პრობლემაა, უამრავი სოციალურად დაუცველი, ზოგ სოფელს წყალი და გზა არ აქვს, და იმის მაგივრად ეს მოაგვარონ არაბულ დასახლებას გზა გაუყვანეს... ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ასეთივე მდგომარეობაა იმერეთში, გურიაში, აჭარაში... ჩვენი წინაპრები სისხლის ფასად იცავდნენ მშობლიურ მიწა-წყალს, კვდებოდნენ და ცოცხალი თავით არ უთმობდნენ მტერს ამ ძვირფას საუნჯეს! დღეს კი მტერი უბრძოლველად მოდის და ფულისა ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით იკავებს ჩვენ მიწა- წყალს! ყველაზე სამწუხარო და აღმაშფოთებელი ის არის, რომ ამაში უცხოტომელებს ეხმარება ქართული კანონმდებლობა და ადგილობრივი მოღალატე ჩინოვნიკები, რომლებიც საერთოდ დაცლილნი არიან სინდის- ნამუსისაგან! ნუთუ არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს უცხოტომელებზე ქართული.მიწების კერძო მფლობელობაში გადაცემა? ვის მიწებს ასხვისებთ? ბებიათქვენის მემკვიდრეობა ხომ არ გგონიათ? რა პასუხს აძლევთ ჩვენ წინაპრებს, ვისი სისხლიც ამ მიწებშია ჩაქცეული? ნუთუ აღარაფერი დაგრჩათ ქართული? ასე როგორ იყიდებით ფულზე? რატომ არ იცვლება წლების მანძილზე ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა? არაბებს და ათასი ჯურის მომხვდურებს უომრად უგდებთ ხელში საქართველოს??!! რას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო? რატომ არ არის ატეხილი განგაში პარლამენტში? რაღაც სულელურ "12 რეკომენდაციაზე" რომ ომობთ , სამშობლოს მიწა- წყალს მიაქციეთ ყურადღება! რა ჯანდაბად გინდათ ან 12 პუნქტი ან ევროკავშირი ან თქვენი გაზულუქებული ძალაუფლება, თუ მიწა აღარ შეგვრჩა ქართველებს? რამ გაგიყინათ ძარღვებში სისხლი? ასე წახდით. ნამდვილად განგაშის ზარებია დასარისხი!!! ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ ამაზე სამღვდელოებამაც, ერმაც, ბერმაც, პარლამენტმაც, მთავრობამაც, უბრალო ქართველებმაც!!! რამ დაგვადედლა და დაგვაბეჩავა? სუფრაზე ხო მაგრები ხართ საქართველოს მიწა- წყლის დღეგრძელობაში?! გამოიღვიძეთ ქართველებო და ნუ გძინავთ... მერე გვიან იქნება ვაი-ვიში!
P.S. ის ქართველი კი, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწას, ან სხვა უძრავ ქონებას უცხოტომელს მიყიდის, ნამდვილად ჩადგამს ფეხს საკუთარი ერის ღალატში!!!!", წერს დეკანოზი დავით რუხაძე.
0
0