17/04/2024
11:16
საზოგადოება
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, სიდნეის სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ზე დანით შეიარაღებული ტერორისტის, 40 წლის ჯოელ კაუჩის, თავდასხმის დროს მოკლულ 6 ადამიანს შორის ქართველი არქიტექტორი, თბილისელი, 55 წლის ფიქრია დარჩია აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფიქრია დარჩიას ორი შვილი დარჩა.
გარდაცვლილის მეგობარი იხსენებს, როგორ გაატარა მან სიკვდილამდე ბოლო საათები. ფიქრია დარჩიამ მეგობარ ნიკოლ მიხაილიდისთან ერთად ყავა მიირთვა ტერორისტულ თავდასხმამდე, რომელმაც ავსტრალია და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
"ვერც კი ვიფიქრებდი, რომ იმ დროს ერთმანეთს საბოლოოდ დავემშვიდობეთ და მას ვეღარასდროს ვნახავდი. საშინლად ვწუხვარ, როდესაც წარმოვიდგენ, იმ წუთებში როგორი შეშინებული და უმწეო იქნებოდა და მე დახმარება ვერ შევძელი", - განუცხადა მიხაილიდმა 7NEWS-ს.
სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ში, დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად შეფასდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯოელ კაუჩი შიზოფრენიით იყო დაავადებული. ის პოლიციელმა ემი სკოტმა გაანეიტრალა.
0
0