23/03/2023
20:50
პოლიტიკა
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა:
„კალაძის განცხადება ვნახე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი. ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? თუ მართლა გინდა ევროპა, ასე ხომ არ მოიქცევი?! არავინ ხომ არასად მიგვათრევს? ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ამ კლუბის წევრობა. როგორ შეიძლება ამბობდე, რომ გინდა კლუბის წევრობა და თან აგინებდე. ამიტომაც ვარ პესიმისტურად განწყობილი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. თუ ხარ ხელისუფლება, რომელსაც გამოძრავებს მოტივი, რომ ხელისუფლებაში დარჩე, ძალიან ბუნებრივია 12 პუნქტი შეასრულო, ისტორიაში შედიხარ ხელისუფლება, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუპოვა ქვეყანას, ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ რამდენიმე წლით იხანგრძლივებ. როცა ამას მიზანმიმართულად არ აკეთებ, პირიქით ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც ძირს უთხრის ამ საკითხს, მაშინ ეგ ნიშნავს იმას, რომ სხვა ტიპის ფაქტორებია მოქმედებაში. ჩემი აზრით ეს ფაქტორი არის რუსეთი. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024