23/03/2023
23:19
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უარყოფს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპყრობილედან ფიზიკურად გამოხსნის პირობა დადო. ამის შესახებ ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც მას ჰკითხა, რომ ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ფიზიკურად გამოხსნასაც კი აანონსებდა და რა გეგმა ჰქონდა ამჟამად.
„ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებით, უკაცრავად, მაგრამ მე ვთქვი, რომ ფიზიკურად მზად ვართ ბრძოლისთვის-თქო. თუ გინახავთ ლევან ხაბეიშვილს ოდესმე უკან დაეხიოს, ესეც მომიყევით და ამ ქოცურ ნარატივს ნუ აყვებით მართლა. უხერხულია, მუდმივად საუბრობდეთ და კითხვას სვამდეთ იმაზე, რომ თურმე ვიღაც ფიზიკურად გამოიხსნის ვინმეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
24 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“, განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ“.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024