“ქართული ლეგიონის” წევრს, ლევან ფიფიას მოსკოვში ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
14/03/2024
19:35
ომი უკრაინაში
A-
+A
მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” წევრს, ლევან ფიფიას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ფიფია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ახლა ფიფია რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.მუხლი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი მებრძოლს ედავება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში პუტინის სასამართლომ ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილსაც პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მამულაშვილის და ფიფიას გარდა სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ კიდევ 70-მდე ქართველ მებრძოლზე დაიწყო.
0
0
205
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%