20/03/2023
13:31
პოლიტიკა
სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მას შემდეგ, რაც „აგენტების შესახებ კანონით“ და შემდეგი პროცესებით უკმაყოფილება გამწვავდა ქართულ ოცნებაში, უკვე პროპორციული წესით არჩეულმა ორმა დეპუტატმა განაცხადა პარლამენტიდან გასვლის თაობაზე. ჩანს, რომ უკმაყოფილო დეპუტატთა რიცხვი უკვე იმდენია, რომ უმრავლესობიდან მათი გასვლა, ქართულ ოცნებას პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ეხლა ეს დეუტატები „პირადი განცხადებით“ გადიან პარლამენტიდან. ისინი პარტიული სიის ბოლოში, „უკანა ეშელონის“ – პოლიტიური სახის არ მქონე პირებით ჩანაცვლდებიან, რომელთაგანაც პოლიტიკური რისკების შექმნა მინიმალურია.
პარლამენტის წევრი თავის მანდატში თავისუფალია – ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს დამოკიდებული თავისი ამომრჩევლისაა და პარტიის დირექტივებზე (თუ მათი პოზიციები განსხვავდება). ეს პრინციპი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის დაცვის ღონისძიებაა. ეს აქცია კი რასაც ეხლა ოცნება მიმართავს, ურჩი დეპუტატების „პირადი განცხადების“ საფუძვეზე პარლამენტიდან გაშვება, კონსტიტუციით დაცულ თავისუფალ პოლიტიკურ პროცესში ძალმომრეობითი ხელოვნური ჩარევაა. ეს დეპუტატები თუ პარლამენტში დარჩებოდნენ და მთავრობას მხარს აღარ დაუჭერდნენ, უმრავლესობა დაიშლებოდა და ქართული ოცნება ძალაუფლების დაკარგვის გარდაუვალობის წინაშე დადგებოდა. ამიტომ, ამ დეპუტატების პარლამენტიდან გარკვით და მორჩილი ხალხის შემოყანით, ის ხელოვნურად ინარჩუნებს, პრაქტიკულად ითვისებს პოტენციურად დაკარგულ ხელისუფლებას.
პარლამენტი წევრებზე ამგვარი ზეწოლა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და იმედი მაქვს, ოდესმე დამოუკიდებელი და სამართლიანი გამოძიება ჩატარდება ამაზე.
დიდ პოლიტიკურ ტვირთს იღებენ ის დეპუტატები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძლმომრეობას უჩუმდებიან და პარლამენტიდან გასვლის იძულებული ადამიანების „საკუთარ ნებაზე“ აპელირებენ.” - წერს ჯიბღაშვილი.
0
0