
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ირიბად ეხმაურება და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შესახებ წერს.
"ერთხელ, ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა - „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმიღებთო“. მე ის ვუპასუხე, რაც უნდა მეთქვა - „ბიოგრაფიის მიხედვით კი არა, შენი ნაბიჯების მიხედვით შეგაფასებთ“. მერე, მან ომი წააგო, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადგილზე დარჩა. შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო მარცხი. მერე თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა, შემდეგ NATO-სთან ფლირტი გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტერთან ფუნთუშებით [იგულისხმება უკრაინა]. გამოიცანით, რა ბედი ელოდება მას...“, - წერს მედვედევი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ბაქომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.
ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში თავის ანტიტერორისტულ ოპერაციებში სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს არ უმიზნებს.
0
0