11/02/2024
19:34
მსოფლიო
"რუსეთი თბილისთან კავშირების ნორმალიზაციაზე ზრუნვას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც აპირებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა, რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "ტას"-თან ინტერვიუში თქვა.
"საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, უკვე გადალახულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს ცნობილმა პროვოკატორებმა გამოიწვიეს. გასულ წელს გაუქმდა სავიზო რეჟიმი და აღდგა ფრენები. ეს ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობის უმრავლესობაში დადებითად აღიქვეს. გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან 1.4 მილიონი სტუმარი ეწვია. რუსები საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავლის მეოთხედს უზრუნველყოფენ. 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა კი სამწუხაროდ ექვემდებარება ისეთ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას", - თქვა მან.
0
0