18/08/2023
10:22
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებას.
„არ შეიძლება სხვისი ტერიტორიებით ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინია ან იმიტომ, რომ კრიმინალებთან მეგობრობ. ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის უპირობო ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – რუსეთმა უნდა წააგოს. უნდა იყოს ნაკლები პროვოკაცია, ნაკლები საკამათო განცხადებები და ნაკლები წახალისება დანაშაულის ჩადენისთვის. 2023 წელს დაუშვებელია „სარკოზის გამოცდილების“ გამეორება, რომელიც მიზანმიმართულად მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებისა და შემდგომში ფართომასშტაბიანი გენოციდისა და ომის ორგანიზებისთვის”,- წერს პოდოლიაკი.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024