21/03/2023
20:35
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ “ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ბოლო დროს ციციკორედ ჩამოყალიბდა.
“ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა – რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს – არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია.
არამც და არამც სწორი არ არის რაღაც არჩეული სტერეოტიპებით ვიმსჯელოთ, ერთი მიმართულებით ვიღაცის უფლება დავიცვათ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელყოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ცნობისთვის, ნაცვლიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
0
0