05/09/2023
14:50
პოლიტიკა
„ნაცები“ ადასტურებენ იმას, რომ იმპიჩმენტის საკითხი შეუძლიათ მიაბან შანტაჟს. მათ უნდათ, სალომე ზურაბიშვილმა თქვას, რომ დიახ, მე შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს სკამს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნაცები“ ადასტურებენ იმას, რომ იმპიჩმენტის საკითხი შეუძლიათ მიაბან შანტაჟს. ანუ პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნას. მათ უნდათ, სალომე ზურაბიშვილმა თქვას, რომ დიახ, მე შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს სკამს და ვექვემდებარები შანტაჟს. რაღაცები ხომ არსებობს, რაც წარმოუდგენელია, ესეც შეიძლება წარმოგვადგენინონ „ნაცებთან“ ისეთ ამბებთან გვაქვს ხოლმე საქმე, მაგრამ ეს უკვე წარმოუდგენლის მიღმაა და არ მგონია რაიმე ლოგიკაში იყოს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ის, რომ მე სკამს მოვუფრთხილდი და ამიტომ შევიწყალე, ამის თქმა უნდა გაუჭირდეს, ჩემი აზრით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0