
ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.
„ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026