24/03/2023
11:26
პოლიტიკა
რთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. მე არ ვარ ჩართული პარტიის მენეჯმენტში, მაგრამ ჩანს რომ [მერაბიშვილი] ერევა. ვანო მერაბიშვილის განცხადებები, რომელიც შარავანდედივით წამოადგა ამ პარტიას, ეს არის სრულიად ძველი პარადიგმა. ძველი პარადიგმით ეს პარტია ვერ იმოქმედებს. ერეოდა თავმჯდომარის არჩევნებში, რა თქმა უნდა. საწყენი იყო მისი განცხადება უკრაინასთან მიმართებაშიც. […] ვერ აუკრძალავ ვერავის სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ თუ მერაბიშვილს სურს საჯარო პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ უნდა გაბედოს და მოვიდეს. თუ ეს შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, ეს არის ძველი პარადიგმა, რაც არ იმუშავებს.
– განაცხადა ხატია დეკანოიძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ , სადაც მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა დაადასტურა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024