19/12/2022
19:52
პოლიტიკა
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე უკრაინაში გენერატორებს გზავნის, რომლებსაც რუსული წარწერა, “урал» აქვს.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან, პარტიის სახელით და მეგობარი კომპანიების დახმარებით, უკრაინაში ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით მედიასთან თავად ისაუბრა.
როგორც პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და მათ მიმართ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
„პარტია „ლელოს“ სახელით, დღეს იგზავნება საკმაოდ სოლიდური ტვირთი, ეს არის ძირითადად გენერატორები, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ჩვენ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში გამარჯვებამდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პარტიის პრესსამსახურმა, სადაც აცხადებენ, რომ გასაგზავნი გენერატორები ჩინური წარმოებისაა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, არსებობს, თუმცა პარტიას დოკუმენტაცია არ გაუსაჯაროებია.
0
0